იტვირთება

სასტუმრო "დელტა"

სასტუმრო “დელტა” მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროს ერთ–ერთ ულამაზეს კურორტზე – დაბა ურეკში, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური სუბტროპიკული კლიმატით. მისი სამკურნალო გამაჯანსაღებელი თვისებებით იკურნება და უმჯობესდება მთელი რიგი დაავადებების მიმდინარეობა: გულ–სისხლძარღვთა სისტემა, სასუნთქი, საყრდენ–მამოძრავებელი, რევმატიული დაავადებები, ოსტეოხონდროზი, ოსტეოართოზი, ნერვიული სისტემის ქრონიკული დაავადებები, ნერვოზი და ნევროგია. განსაკუთრებით მაგნიტური ქვიშა დადებითად მოქმედებს ცერემბრული დამბლით დაავადებულ ბავშვებზე. ასევე ამაგრებს და აჯანსაღებს მოტეხილობის შედეგად დაზიანებულ ძვლებს. სასტუმროში განლაგებულია 30 კეთილმოწყობილი ნომერი თავისი სველი წერტილებითა და აივნებით, მუდმივი ცივი და ცხელი წყლით. 100 კვ.მ. ჰოლით. აუზი, როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის. ავტოსადგომი ეზო 1200 კვ.მ გამწვანებით. სასტუმროში გაგიმასპინძლდებიან გემრიელი კერძებით, რომელიც გათვლილია ნებისმიერი ასაკის მომხმარებელზე. სასტუმრო გთავაზობთ ორი სახის კვებით მომსახურებას: 3 ჯერადი კვებით ან შეკვეთით ჩვენი მრავალფეროვანი მენიუს მიხედვით.

ჩვენთან ფასები დაბალია!!!

მუდმივ კლიენტებთან იწარმოებს ფასდაკლება

გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.